Have a question?
Message sent Close
0
0 reviews

პროფესიონალური ვიზაჟის კურსი

  • Description
  • Curriculum
  • Reviews

პროფესიონალური ვიზაჟის კურსი

ეს კურსი შექმნილია მათთვის, ვისაც სურს ვიზაჟის სრული ცოდნის მიღება ნულიდან პროფესიონალურ დონემდე. პროგრამა აერთიანებს თეორიას, პრაქტიკულ დემონსტრაციებს, დავალებებსა და რეალურ სამუშაო პროცესებს — როგორც ყოველდღიური, ისე კომერციული მეიქაფისთვის.

რას სთავაზობს კურსი:

✅ ვიზაჟის საფუძვლები და მასალები
კოსმეტიკური პროდუქტების სრულყოფილი განხილვა: ტონერები, კრემები, პრაიმერები, ბაზები, ტონალური საშუალებები, კორექტორები, ფიქსატორები, ბლაშები, ბრონზერები, ჰაილაითერები, თვალისა და ტუჩის პროდუქტები, მეიქაფ ქითი და სხვა.

✅ კანისა და სახის ანატომია
სახის, თვალისა და კანის ტიპები, ქვეტონები, ფერთა თეორია და მათი სწორი გამოყენება სხვადასხვა მომხმარებელზე.

✅ ჰიგიენა და სანიტარული ნორმები
პირადი ჰიგიენა, მეიქაფის ჰიგიენა, ფუნჯებისა და სპონჟების სწორი მოვლა, ერთჯერადი მასალების გამოყენება.

✅ დღის (ნუდი) მეიქაფი
სახის მომზადება, ტონალურის შერჩევა, კორექცია, თვალისა და ტუჩის მსუბუქი მეიქაფი, ფიქსაცია და დასრულება.

✅ საღამოს მეიქაფი
ფერთა კორექცია, სმოქი აისი, გლითერები, გარე და შიდა ლაინერი, წამწამების დაგრძელება, დეკოლტეს დამუშავება.

✅ Smokey Eye
თვალის აქცენტზე ორიენტირებული ტექნიკა — პროფესიონალური გადასვლებით და სწორი ფიქსაციით.

✅ მეიქაფი ფუნჯებით
ტონალური, კონსილერი და ბრონზერი — ფუნჯების ტექნიკების დეტალური ჩვენება.

✅ ფოტოსესიის მეიქაფი
კამერაზე მორგებული ტექსტურები, გრძელი ლაინერი, წითელი ტუჩსაცხი და პროფესიონალური დასრულება.

✅ ქათქრისი, გრაფიკული და HALLO მეიქაფი
კრეატიული მიმართულებები, ტრენდები და არტისტული შესრულება.

✅ საქორწილო მეიქაფი
სრული პროცესი: კლიენტთან კომუნიკაცია, ფასის განსაზღვრა, სატესტო მეიქაფი, დღის სტაბილური და გამძლე ვიზუალი.

✅ პროფესიული უნარები
იურიდიული და საგადასახადო საფუძვლები, პორტფოლიოს შექმნა, კომუნიკაცია, ეთიკა, დროის მართვა, სოციალური ქსელები, PR, მარკეტინგი, გაყიდვები და ბრენდებთან თანამშრომლობა.

✅ დავალებები & ფიდბექი
ყველა ეტაპზე პრაქტიკული დავალებები — შეფასებითა და პირადი რეკომენდაციებით.

✅ პიარისა და მოტივაციის ბლოკი
როგორ წარმოადგინო ნამუშევრები სოციალურ ქსელებში და განავითარო საკუთარი ბრენდი.

✅ ბონუსები და ფასდაკლებები
სპეციალური შეთავაზებები სხვა კურსებზე და ბონუს მასალები.

ვისთვის არის კურსი:

🔹 დამწყებებისთვის, ვისაც სურს ვიზაჟის სწავლა ნულიდან
🔹 მოქმედი ვიზაჟისტებისთვის, რომლებიც პროფესიულ ზრდას და სერთიფიკატს ეძიებენ
🔹 მათთვის, ვისაც სურს საკუთარი სილამაზის ბიზნესი ან თავისუფალი კარიერა

რატომ უნდა აირჩიო ეს კურსი?

✨ პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება
✨ დეტალური ვიდეო გაკვეთილები
✨ პირადი ფიდბექი და მხარდაჭერა
✨ რეალურ სამუშაო პროცესებზე მორგებული ცოდნა
✨ ონლაინ სწავლება — შენს დროსა და ტემპზე მორგებული

🎓 კურსის დასრულების შემდეგ მიიღებ სერთიფიკატს

💡 დარეგისტრირდი დღეს და დაიწყე პროფესიონალური გზა ვიზაჟის სამყაროში!

Certificate included
Share
Course details
Lectures 130
Quizzes 1
Level დამწყები